logo
ENG

01 ოქტომბერი, 2022 | 20:44
დაცლილი ქვეყანა - შაბათის ფორმულა

ოლიგარქის ქვეყნიდან, საქართველოს მოქალაქეები გარბიან. 10 წლის წინ უფასო ფულთან ერთად, ივანიშვილი ემიგრანტების დაბრუნებასა და აღორძინების ხანასაც აანონსებდა. ეს ხანა უკვე დადგა, თუმცა, მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვისთვის. ემიგრანტები არათუ დაბრუნებულან, არამედ ყოველდღიურად ქვეყნიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი გარბის. მიდიან უკანმოუხედავად, ყიდიან სახლებს, მანქანებს, უკეთესი ცხოვრების იმედად. ახალგაზრდები ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონის გამო, უცხო მიწაზე 24-საათიან სამსახურსაც კი თანხმდებიან, იმ მიზნით, რომ იქიდან ოჯახებს შეინახავენ. რიგით მოქალაქეებთან ერთად, ქვეყანას ტოვებენ ერთ დროს თანამდებობაზე მყოფი პირებიც, რომლებსაც ქართული ოცნების პირობებში სამშობლოში საფრთხე ემუქრებოდათ.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა