logo
ENG

10 აგვისტო, 2022 | 20:43
დონალდ ტრამპის საქმე

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე აღარ გამოცხადდება. საქმე დონალდ ტრამპის ორგანიზაციაში სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებს ეხებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა განვითარებული მოვლენები საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე, ბანანის რესპუბლიკის ქმედებებად შეაფასა. დაკითხვა ფლორიდაში ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას მოჰყვა. მისი რეზიდენცია კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გამო, თეთრი სახლიდან საიდუმლო მასალის კერძო რეზიდენციაში გადატანასთან დაკავშირებით გაჩხრიკეს. მომხდარმა ამერიკის პოლიტიკურ წრეებში დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა