logo
ENG

24 იანვარი, 2023 | 19:52
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმე

საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინეს. ოჯახი სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს, რომელთაც, მათი აზრით, გულგრილობა გამოიჩინეს და შესაძლო დანაშაულს ხელს აფარებენ. ვახტანგ ჩარკვიანის მამამ დღეს მედიას პროკურატურასთან ალტერნატიული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა გააცნო. რატომ არის გატარებული საუნივერსიტეტო კლინიკის დოკუმენტებში 530-ზე მეტი გაკეთებული ამპულა - ძლიერმოქმედი მედიკამენტი და და რამდენად შეესაბამება ეს რაოდენობა რეალობას?  ბრალდება სპორტსმენის გარდაცვალებიდან წლინახევრის შემდეგ ექთანს წარუდგინეს, რომელსაც დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მომხდარში სხვებიც არიან ჩართული, ასევე მოუწოდებენ კოვიდით დაღუპულთა ახლობლებს, გამოითხოვონ პაციენტების ისტორიები. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა