logo
ENG

25 ნოემბერი, 2021 | 20:23
ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის საქმე

ძალაუფლების შენარჩუნების დაუნდობელ მეთოდებში ადანაშაულებს ბათუმში ოპოზიცია ქართულ ოცნებას - საპროტესტო აქციები თბილისში ოცნების ოფისთან და ბათუმში მთავრობის სახლთან გაიმართა. საზოგადოება არჩეულ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლის გამო სასჯელს ითხოვს. თანამდებობებზე ამ დრომდე რჩებიან მამა-შვილი რიჟვაძეები, რომლებთანაც ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ფუტკარაძის გარდაცვალების კვალი მიდის. 

აუდიოჩანაწერის გავრცელებიდან მხოლოდ მეორე დღეს გაირკვა, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ კვალიფიკაციით, რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელია. ფუტკარაძე ერთ კვირაში გარდაიცვალა იმ შეხვედრიდან, სადაც მას ნაციონალური მოძრაობის დატოვების სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძემ უარი თქვა. ახლა მომხდარზე არა რიჟვაძეები, არამდ ოპოზიცია დაკითხეს, თანაც სტრუქტურაში, რომელიც დავით რიჟვაძის დაქვემდებარებაშია. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა