ბიზნეს ფორმულას ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გარემოვაჭრეები უარყოფენ, რომ კონტრაბანდულ საწვავს ყიდიან. ზუგდიდის ქუჩებში პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ ბენზინს ხშირად შეხვდებით. მოვაჭრეები გვარწმუნებენ, რომ ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ავზებიდან მორჩენილი საწვავი მოაქვთ.