თბილისში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში გაიმართება
ხვალ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა - თბილისში კი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში გაიმართება, - ვერთიანდებით ქალების სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად, - ამ სლოგანით მოქალაქეები, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.