იტალიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ალიანსი ლიდერობს. ოფიციალური მონაცემებით პარტია "იტალიის ძმებმა" ამომრჩევლის მეოთხედის მხარდაჭერა მოიპოვა. მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის წევრების უმეტესობის მხარდაჭერით, ჯორჯია მელონი პრემიერის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი ხდება. მემარჯვენეები იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ ბრუნდებიან.