logo
ENG

18 მარტი, 2023 | 20:26
კობახიძის შვილი პარლამენტის საშვიანი მანქანით გადაადგილდება - შაბათის ფორმულა

ახალგაზრდების პროტესტით დამარცხებული რუსული კანონის ავტორები, ახლა საჯარო სივრცეში გამოჩენას, მხოლოდ პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობით და გაძლიერებული დაცვის თანხლებით ბედავენ. განსაკუთრებული მობილიზება ცხადდება, ყველგან, სადაც ხელისუფლების წევრები გადაადგილებდა, მაგალითად - ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ იცავს ასობით პოლიციელი, ირაკლი კობახიძეს მაშინ, როცა ის სატელევიზიო ინტერვიუსთვის სახელისუფლებო არხს სტუმრობს და ახალგაზრდებს ემუქრება. დუსელდორფის უნივერსიტეტის მაგისტრი - ახლა არათუ პარლამენტში ან რუსულ პროპაგანდად ქცეულ ქართულ ტელევიზიებში, არამედ ლექციებზეც და საკუთარი სახლის ეზოშიც დაცვის თანხლებით დადის. შაბათის ფორმულაში გაჩვენებთ მტკიცებულებებს - როგორ გადაადგილდება ასობით პოლიციელის თანხლებით ირაკლი კობახიძე და როგორ ემსახურება მის ოჯახს, სახელმწიფო მანქანა. მაშინ, როცა კერძო კომპანიის ავტომობილის გამოყენებისთვის, მთავარი ახრის დირექტორი, ნიკა გვარამია უკვე 10 თვეა ციხეში ზის.  

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა