logo
ENG

08 აპრილი, 2021 | 20:14
მეგი ბაქრაძის საქმის ახალი დეტალები

27 წლის მეგი ბაქრაძის საქმეში ორი ურთიერთგამომრიცხავი ოქმი დევს - თუ ერთში ექიმი ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთა, მეორე გამოკითხვაში ეს მტკიცება აღარ ჩანს. სწორედ ცრუ ჩვენების გამო წარუდგინა სამედიცინო პერსონალს ბრალდება პროკურატურამ.

გარდა ამისა, არსებობს ინტერვიუ, სადაც ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ჰყვება, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი წამებში გაუკეთა. გამოძიების მიხედვით კი, ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების დროს ექიმი საერთოდ არ იმყოფებოდა ვაქცინაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში. საქმის კონკრეტული გარემოებების გარდა, მნიშვნელოვანია ერთი საკითხი - ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას ბრალეულობა მთლიანად ექიმებზე გადააქვს და პასუხისმგებლობას იხსნის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა