logo
ENG

13 ივლისი, 2021 | 20:09
მედიის პერფორმანსი

"როცა ლექსო ლაშქარავას კრძალავენ, არავის აქვს მორალური უფლება დღეს ამ ტრიბუნასთან იდგეს" - ჟურნალისტებმა პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს. ფორმულას ჟურნალისტი - გიორგი კიკაბიძე - ბრიფინგის დროს ტრიბუნასთან მივიდა და გარდაცვლილი ოპერატორის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მას სხვა ჟურნალისტები და ოპერატორებიც შეუერთდნენ. მათ სამთავრობო ტრიბუნასთან გაშალეს ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ფურცლები წარწერებით - "გადადგეს პრემიერ-მინისტრი" და "დაისაჯონ დამნაშავეები". წარწერა "ლექსოსთვის" გამოჩნდა დღეს რეგიონული მაუწყებლების ეკრანებზეც. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დღეს ერთდროულად შეაჩერა. ეკრანები სამ საათზე, ათი წუთით ჩაბნელდა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა