logo
ENG

29 ნოემბერი, 2021 | 20:19
მკველობაში ბრალდებული ზვიადაური გირაოთი გაათავისუფლეს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანის დღეს დაამთხვიეს ოლიმპიური ჩემპიონის საქმის განხილვაც. მკვლელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ზურაბ ზვიადაურთან ერთად, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულიც თავისუფალია. თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება სკანდალური საქმის მიმართ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. პროკურატურა ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და ასაბუთებდა იმით, რომ არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. შეიარაღებული დაპირისპირება წინანდლის ტყეში ზაფხულში მოხდა. მოკლულის ტყვიას ემსხვერპლა ზვიადაურის ძმა, რის შემდეგაც კენჭოშვილს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ესროლა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა