logo
ENG

25 ნოემბერი, 2021 | 20:40
მოსამართლეების მოსმენა ბოიკოტის ფონზე

საერთაშორისო პარტნიორებისა და ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღდეგობის მიუხედავად, ქარტული ოცნება უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესს არ წყვეტს. დღეს უვადოდ გამწესების მსურველ კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინეს. 

სხდომაზე არ მივიდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. გასაუბრებას არც სახალხო დამცველი დაესწრო. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციიდან კი სხდომაზე ცოტა ხნით ანა ნაცვლიშვილი შევიდა და დამსწრეებს სარკე დაუტოვა - საკუთარი სახის უკეთ დასანახად. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა