logo
ENG

12 აგვისტო, 2022 | 20:12
მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე - დიმიტრი მედვედევი კი რომელიც დღეს ვლადიმერ პუტინის დავალებით ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა, დასავლეთს ემუქრება და ამბობს, რომ ინციდენტები ატომურ ელექტროსადგურებზე არც ევროკავშირის ქვეყნებშია გამორიცხული. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ვითარება კვლავ უკონტროლოა. იქიდან უკრაინის ობიექტების მიმართულებით ახორციელებენ იერიშებს რუსი ოკუპანტები. ადგილზე რჩებიან ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც საოკუპაციო ძალის მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრობენ. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟში ადანაშაულებს.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა