„მწვანე შუქის ანთება კორუფციისთვის“ – ასე აფასებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს, ანუ კა-2ს არა სამშენებლო კოდექსი, არამედ პირადად მერი დაარეგულირებს. ცვლილებას დაჩქარებული წესით მთავრობა ითხოვს, პარლამენტში პროექტის განხილვას მწვავე დებატები მოჰყვა.