logo
ENG

27 ივნისი, 2022 | 20:30
ომის 124-ე დღე უკრაინაში

ომის 124-ე დღე და რუსების მიერ დაბომბილი მორიგი სამოქალაქო ობიექტი, რამდენიმე საათის წინ საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კრემენჩუგში, ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრზე. შენობა მთლიანად ცეცხლშია გახვეული. არიან დაღუპულებიც და დაჭრილებიც. პარალელურად, უკრაინა დასავლეთისგან რუსული აგრესიის შესაჩერებლად საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უსაფრთხოების გარანტიებს და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტ სანქციას მოითხოვს. საკუთარი მოთხოვნები ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის  სამიტზეც გაიმეორა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა