logo
ENG

28 სექტემბერი, 2022 | 20:27
პროტესტი ლარსზე

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის ფონზე ისევ არაფერს ცვლის. ნაკადი ლარსზე კვლავ არ წყდება. რუსეთის ტერიტორიაზე სამობილიზაციო პუნქტები კი ვითარებას არსობრივად ვერ ცვლის, მართალია, დღის მეორე ნახევარში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლა შენელებულია, მაგრამ რუსეთიდან გამოქცევის მსურველები სამობილიზაციო პუნქტების გვერდის ავლასა და ქვეყანაში შემოსვლას მაინც ახერხებენ - ამაში რუსი პოლიციელები და ტაქსის მძღოლები ფულს იღებენ.  საქართველოს ხელისუფლებას კი დღეს სხვა საზრუნავი ჰქონდა. ლარსის გამშვებ პუნქტთან აქტივისტები და სტუდენტები პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ. დაგეგმილი იყო ორი დამოუკიდებელი აქცია, მაგრამ პოლიციამ მონაწილეები სოფელ გველეთთან შეაჩერა. გადატვირთული გზის საბაბით, პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები ლარსამდე არ მიუშვეს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა