თალაკვაძეების გარემოცვამ, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსს, მერაბ ჭანუყვაძეს სასტიკად სცემა, - ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს ერთერთ თვითმხილველზე დაყრდნობით. გამოცემის მტკიცებით, შემთხვევა ოზურგეთში, მერის, ავთანდილ თალაკვაძის მოადგილის, ნათია გოლიაძის სახლთან მოხდა, - საუბარია ე.წ.ლ ქუჩურ გარჩევაზე. აღსანიშნავია, რომ გოლიაძეების სახლში მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე ცხოვრობს.