logo
ENG

01 ოქტომბერი, 2022 | 20:59
რუსული ანექსია - შაბათის ფორმულა

საქართველოს მოქალაქეები გარბიან და ქვეყანა, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეული დეზერტირებით ივსება. უკვე კვირაზე მეტია, ლარსის საბაჟოზე, რამდენიმეკილომეტრიანი რიგები და რუსეთის მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. საკუთარ პასუხისმგებლობას გამოქცეული რუსები ამბობენ, რომ იციან, რა ჩაიდინა პუტინის რეჟიმმა საქართველოში, თუმცა თავს მაინც კომფორტულად გრძნობენ და "სოლნიჩნაია გრუზია" ბევრისთვის საკუთარ სახლზე უკეთესი თავშესაფარია. რუსეთის მოქალაქეებით სავსეა ყველა დიდი ქალაქი და სავსეა თბილისის ცენტრალური ტურისტული უბნები, სადაც ხინკლით და ჭაჭით გაბრუებულებს რუსულ მუსიკაზე ართობენ. ეს რეალობა საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის მძიმე საყურებელია, ჩვენთვის, ვისაც კარგად გვახსოვს რა ჩაიდინა საქართველოში რუსეთმა, თუნდაც იმ მძიმე ზაფხულს. შაბათის ფორმულა მუშაობდა თემაზე - რა ხდება ახლა ადგილზე და შემცირდა თუ არა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა