logo
ENG

10 ივნისი, 2021 | 20:36
უცხოური ინვესტიციები 12-წლიან მინიმუმზეა

ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. FDI-ის კვლევის თანახმად, პირველ კვარტალში მხოლოდ 125.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია. 88 მილიონი დოლარით, ყველაზე მეტი ინვესტიცია პირველ კვარტალში ბრიტანეთიდან განხორციელდა. 31 მილიონი დოლარი შემოვიდა რუსეთიდან, მეზობელი თურქეთიდან კი პირველ კვარტალში 24 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ასეთი ვარდნა ბოლოს 2009 წელს იყო, როცა ქვეყანა ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან ცდილობდა თავის დაღწევას. ინვესტიციების კლებას მთავრობა კვლავ პანდემიით ხსნის.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა