ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულმა ღარიბაშვილმა მთელი გამოსვლა რუსულ გზავნილებს დაუთმო. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის ვიზიტის მიმდინარეობისას ტრიბუნასთან კრემლის პროპაგანდისტული რიტორიკით დახუნძლული პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. ივანიშვილის პრემიერს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. მოსკოვის პროპაგანდისტების მსგავსად ღარიბაშვილი ისევ მეორე ფრონტზე ლაპარაკობდა. მარტის აქციებით გაღიზიანებული პრემიერი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მეხუთე კოლონას უწოდებს და დასავლეთს ესხმის თავს.