გრიგოლეთი-სამტრედიის გზაზე ხიდის ჩამონგრევის შემდეგ ახლა უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდი ჩამოიშალა. ესეც მიმდინარე პროექტია, რომელიც ჯერ დასრულებულიც არ არის და უკვე სერიოზული პრობლემები შეექმნა. ხელისუფლება ისევ თავს იმართლებს და ტრადიციულ გამოსავალს პოულობს მომხდარი ისევ ბუნებრივ მოვლენებს დააბრალა.