logo
ENG

31 ივლისი, 2021 | 20:58
ხელოვნების მუზეუმის დანგრევა და წულუკიანის გადაწყვეტილება - შაბათის ფორმულა

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო. მაშინ გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". დანგრევის შესახებ დასკვნა გააპროტესტა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რის გამოც ის, მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. მისი ადგილი, თეა წულუკიანის ბრძანებით, ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა