კეთილსინდისიერების ტესტის მომხრე მოსამართლეებზე ზეწოლის პარალელურად, კლანი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას ცდილობს. სასამართლოში გავლენიანი დაჯგუფების დასაცავად, ოლიგარქის გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ულტიმატუმის ენით ალაპარაკდა. ოცნება 4 მოსამართლისთვის სანქციების გაუქმებას მოითხოვს. ვეტინგის იდეით შეშინებულმა და სანქციებით გაღიზიანებულმა მოსამართლეებმა ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მმართველმა პარტიამ კლანის დაცვის ახალი გაძლიერებული ტალღა.