logo
ENG

09 ნოემბერი, 2020 | 23:51
ადვოკატი დაკავებულებზე: მათ გადაიყვანენ იზოლატორში და ხვალ გაიმართება სასამართლოები

პარლამენტთან დაკავებული სირცხვილიას სამი აქტივისტის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მათ იზოლატორში გადაიყვანენ და სასამართლო პროცესები ხვალ დილით გაიმართება.

ადვოკატის განცხადებით, სირცხვილიას აქტივისტები უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს.

"პოლიციის მიერ ასეთი პრევენციული დაკავებები არის უსაფუძვლო და უკანონო, ვინაიდან მათ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. ვფიქრობ, პოლიციამ გარკვეულწილად შიშებისგან დაიზღვია თავი მათი გამორიდების იმ ადგილიდან, სადაც აქცია იმართებოდა. ოქმები შედგა, გადაიყვანენ იზოლატორში და ხვალ გაიმართება სასამართლოები", - განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ში აცხადებენ, რომ აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკაავეს.

აქციაზე დაპირისპირება 10 საათისთვის მოხდა. აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, შემდეგ კი სირცხვილიას სამი აქტივისტი დააკავა. 

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა