logo
ENG

26 ოქტომბერი, 2021 | 20:14
არაფორმალური შტაბები ზუგდიდში - ოცნების საარჩევნო ბრძოლის მეთოდები

ქართულ ოცნებას უჭირს ზუგდიდშიც. ხელისუფლებას ცალკე შტაბები აქვს შექმნილი კრიმინალებისთვის. ამ ოლქში მმართველმა პარტიამ პირველ ტურში სოლიდური სხვაობით წააგო, ამიტომ კიდევ ერთხელ დარაზმა შავი სამყაროს წარმომადგენლები. ფორმულამ ასევე ჩაწერა ტყის ძმების მეთაურიც.  

ქალაქში სუს-ის წარმომადგენელების დიდი მოძრაობაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების კიდევ ერთი იმედია, რომ ზუგდიდში წაგებას გადაურჩეს. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციის აზრით, 30 ოქტომბერს ზუგდიდში მმართველი გუნდი განწირულია. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა