logo
ENG

27 ოქტომბერი, 2020 | 12:38
ბადრი ესებუას მამა: ხვალ ან ზეგ მოვა

ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ მისი შვილი 21 ოქტომბერს "თბილისში სამკურნალოდ წავიდა" და ოთხშაბათს, ანუ 28 ოქტომბერს "მოვა". 

მისი თქმით, ბადრი ესებუა უდანაშაულოა, ხოლო თავდამსხმელის ხმა და თვალები არ ემთვევა მისი შვილისას. 

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მამა და ძმები პოლიციაშ გუშინ, 26 ოქტომბერს გამოკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ 31 წლის ბადრი ესებუაა თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებულად დაესხა, მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. 

გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს ბადრი ესებუა პოლიციას ჯერაც არ უპოვია.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა