logo
ENG

23 იანვარი, 2025 | 20:26
ბერლინის შავი სია

საერთაშორისო სანქციები სულ უფრო კონკრეტული ხდება. ფორმულამ 9 პირის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც გერმანიამ დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სიის სათავეში შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია, რომელიც, მანამდე ბრიტანეთმაც დაასანქცირა, აშშ-მა კი მაგნიტსკის სიაში შეიყვანა, სადაც ადამიანის უფლებების განსაკუთრებით უხეში დარღვევის გამო ხვდებიან.

გერმანიის შავ სიაში, გომელაურთან ერთად, მისი უწყების სხვა მაღალჩინოსნებიც არიან, რომლებისთვისაც ასევე არ არის პირველი სანქციების სიაში მოხვედრა. მათთან ერთად არის ოცნების ე.წ.-ლი დეპუტატი დიტო სამხარაძეც. ეს მხოლოდ დასაწყისია, - მიაჩნიათ ანალიტკოსებს და ოპოზიციის წევრებს. ელიან რომ სანქციები გამკაცრდება და გაფართოვდება და ივანიშვილის ფინანსებსაც ამოიღებს მიზანში, რისიც ოლიგარქს ყველაზე მეტად ეშინია. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა