ბორჯომის მფლობელი კომპანია საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემას სთავაზობს. ხომ არ დგას გარიგების უკან შეთანხმება სანქციების გვერდის ავლაზე? ოპოზიცია და ექსპერტები ხელისუფლებისგან პროცესის გამჭვირვალეობას მოითხოვენ. მთავრობას მოუწოდებენ, - მას შემდეგ, რაც სანქცირებული რუსი ოლიგარქი ფრიდმანისგან „ბორჯომის“ წილების ნაწილს უსასყიდლოდ მიიღებს, – ეს წილები აუქციონზე გაიტანოს.