გამთენიას მერაბ დვალიშვილმა, სპორტულ სამოსელზე გამოსახული რუსთველისავე აფორიზმით მოწინააღმდეგე დაამარცხა. ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.“ ამ განწყობით რინგზე გამოსულმა ქართველმა რუსეთის დროშით მოასპარეზე დაღესტნელი დაამარცხა. მერაბს გაუჩერებელ მანქანას უწოდებენ და ეს ის შემთხვევაა, როცა სპორტის ამ სახეობის ნიუანსების ცოდნა საერთოდ არაა საჭირო მიხვდე, თუ რამხელა ენერგია დარჩა მას მეტოქის გამომსავათებელი მძიმე ბრძოლის შემდეგაც. მერაბს და არამარტო მის ჩხუბს რომ უყურებ ხვდები, რას შვება შვება შემართება და სურვილი შენს ქვეყანას გამარჯვება და სიხარული მოუტანო.