logo
ENG

13 ივლისი, 2021 | 20:44
გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ერგნეთში შეხვედრა გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ერგნეთში კონკრეტული ვერაფერი გადაწყდა. ბუნდოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა - რა სახის - არ დაუკონკრეტებია. ამის პარალელურად იწურება ოჯახის ულტიმატუმი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც პატრიარქის თხოვნით, ერთი თვით გადაავადა. თუ 23 ივლისამდე ზაზა გახელაძე არ გათავისუფლედება, ოჯახის წევრები რადიკალურ ზომებს მიმართვენ და შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადავიდნენ. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა