logo
ENG

05 თებერვალი, 2023 | 20:21
გელათის პოლიტიკური ინტრიგა - დროება

დღეს ჩვენ გვყავს კულტურის მინისტრი, რომელიც ლიტერატურულ პროცესებზე საუბრისას ჟანდარმულ ტერმინებს იყენებს, და წიგნზე ამბობს - "აღვკვეთეთო". მაგრამ რაც ნამდვილად ვერ აღკვეთა თეა წულუკიანმა, ეს გელათის კედლის მხატვრობის ნგრევის პროცესია. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის უმწვავეს დასკვნას, სამინისტრომ ჩვეულ სტილში უპასუხა და მეცნიერები ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და სიწმინდეების კარგვის ამ გაუჩერებელ დრამაში ახალი და საინტერესო დეტალები გაჩნდა არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა