logo
ENG

05 თებერვალი, 2023 | 20:14
დააშინე, დაამშიე და იბატონე - დროება

დაამშიე, დააშინე და იბატონე - ეს ივანიშვილის ხალხთან ურთიერთობის ბოლო 10 წლის სტრატეგიაა. ხან მიშას შიში, ხან ომის შიში, მთავარია, ყოველთვის არსებობდეს ვინმე ან რამე, რასაც ბიძინას გარეშე „ვერ გადავურჩებით“. და ასე 10 წელია პროპაგანდის რუსულ მეთოდებზე მდგარი ოცნება ძალაუფლებას ინარჩუნებს, ინსტიტუტების მოშლის, სიღარიბის, გაუბედურებული ეკონომიკის, გაზრდილი კრიმინალის, გაძვირებული ფასებისა და ქვეყნის დასავლური რელსებიდან გადაგდების ფონზეც კი. ეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევაშიც კარგად გამოჩნდა, რომელიც დეკემბერშია ჩატარებული. უმრავლესობა ამბობს, გვშია, კომუნალურებს ვერ ვიხდით, კრიმინალის გვეშინია, ეკონომიკური მდგომარეობა არ მოგვწონს, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებთ, მაგრამ ამ უმრავლესობის ნაწილი მაინც ოცნებას უჭერს მხარს. ნუ იქნება ომი და ვიქნებით მშიერი - პროპაგანდა მუშაობს, ეს ფაქტია, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს პროდასავლური ოპოზიცია, რაში ხედავენ გამოსავალს, როგორ აპირებენ ხალხთან კომუნიკაციას და იმის ახნას, რომ მათი ყველა პრობლემის მოგვარების გასაღები დასავლეთში და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემაში და შემდეგ წევრობაშია, ეს კი ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდება, ვერ მოხერხდება მაშინ როცა ყველა მედია თავდასხმის ქვეშაა, მართლმსაჯულება პოლიტიკური იარაღია და რაც მთავარია, ვერ მოხერხდება მაშინ, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში კვდება. ასე ღაფავს სულს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა მიხეილ სააკაშვილის მსგავსად და გამოსავალი თუ დროზე არ მოიძებნა რეანიმაცია აღარც ამ ქვეყანას და აღარც სააკაშვილს აღარ უშველის.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა