logo
ENG

24 ნოემბერი, 2021 | 20:38
დაპირისპირება საძოვრების გამო

ხმაური და დაპირისპირება იყო გორში. ზეღდულეთის მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრვები ამბობენ, რომ კარგავენ ოჯახების რჩენის ერთადერთ წყაროს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ახალარჩეული მერი, ლადო ხინჩეგაშვილი პრობლემას წინა ხელისუფლებას უკავშირებს და 10 დღეში აპირებს, მოიფიქროს გამოსავალი, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ ცხრა წელია, ვერ მოიფიქრა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა