2 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დავით დაუთაშვილი, დღეს სასმართლო პროცესზე საკუთარ დანაშაულს აღიარებდა. აღიარა ისიც რომ მას ხელში ცივი იარაღი ეჭირა, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრას პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებდა. მან თქვა რომ ის დაპირისპირებაში მამის დასაცავად შევიდა.