logo

03 მაისი, 2021 | 20:53
ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ. დღეიდან ამკრძალავი ნორმები საფრანგეთში, ავსტრიასა და საბერძნეთში შემსუბუქდა. ეკონომიკის ხელშეწყობისთვის ევროკავშირი ტურისტული სექტორისთვის რეგულაციების გადახედვას აპირებს. ევროკომისია ინიციატივით გამოდის, წევრ სახელმწიფოებში შეუშვან ის ტურისტები, რომლებსაც ჯანმოს მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინის სრული დოზა აქვს გაკეთებული. მდგომარეობა კვლავ მძიმეა აზიის ქვეყნებში, ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ინდოეთია.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა