logo
ENG

23 იანვარი, 2022 | 20:50
ვინ ინახავს საქართველოს - დროება

2020 წლის მონაცემით საქართველოში ხელფასის სახით 15 მილიარდი ლარი გაიცა. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. ხელფასის მიმღებთა 62 პროცენტი, ხელზე, 480 ლარს ან უფრო ნაკლებს იღებს. ასეთი მცირე შემოსავლით მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირდაპირი გაგებით იშიმშილებდა, რომ არა უცხოეთში სამუშაოდ წასული ნათესავები ან ოჯახის წევრები, რომლებიც აქ, საქართველოში, თავიანთ ახლობლებს ინახავენ. უფრო სწორად, აცოცხლებენ, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. 2021 წლის მთლიან პერიოდში, სხვა წლებთან შედარებით, ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილებით რეკორდულად მაღალი, 2 მილიარდ 349 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა