logo
ENG

17 აგვისტო, 2022 | 20:16
ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი?- სამოქალაქო სექტორის ინიციატივა

რა გეგმები აქვს ქართულ ოცნებას სახალხო დამცველთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა წელს, დეკემბერში იწურება. თავის დროზე ლომჯარია ომბუდსმენობას ხელისუფლება დასთანხმდა, მაგრამ მალევე დაუპირისპირდა და მისი არჩევა შეცდომად მიიჩნია. ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია შეცდომას აღარ გაიმეორებს და ახალი სახალხო დამცველი გარანტირებულად კონტროლირებული იქნება. ნინო ლომჯარია მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და ყველაზე მძიმე საკითხებზე პრინციპულ პოზიციას იკავებდა. სახალხო დამცველის საქმიანობა დადებითადაა შეფასებული საერთაშორისო დონეზეც. სამოქალაქო საზოგადოებამ ლომჯარიას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად კანდიდატების შერჩევა დაიწყო. ომბუდსმენის საკითხი ერთ-ერთია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა