logo
ENG

31 აგვისტო, 2020 | 11:38
თურნავა 5,5%-იან კლებაზე: ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა

"გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკის მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა", - ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს კონომიკა 5,5%-ით შემცირდა

თურნავას თქმით, მომავალ წელს, ეკონომიკის კუთხით, საქართველოში პოზიტიური დინამიკა იქნება.

"სტატისტიკის მონაცემებით, მართალია, გვაქვს ვარდნა, წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ეს -5,5%, რაც აპრილთან შედარებით სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია. აპრილში გვქონდა -16,6 %, მაისში გვქონდა -13,5%, ივნისში, როდესაც პრაქტიკულად, მოვხსენით შეზღუდვები -7,7%, ივლისში -5,5%. სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა, რაც გვაძლევს იმედს, რომ როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, გაისად ჩვენ გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა", - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს კონომიკა 5,5%-ით შემცირდა.

"წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) შემცირდა 5.5%-ით.

2020 წლის იანვარ-ივლისში მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია,"- ნათქვამია საქსტატის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა