logo
ENG

25 ნოემბერი, 2020 | 14:43
ინაშვილი: ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, უნდა გაფორმდეს 8 მარტის ტიპის დოკუმენტი

ირმა ინაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და რომ მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. 

ინაშვილი ამბობს, რომ ამის საგარანტიოდ 8 მარტის ტიპის შეთანხმებას ითხოვს. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტების რიგებში დაბრუნდება. 

"ჩვენი პარტიის პოზიცია უცვლელია. ჩვენ ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ცვლილებები ცესკოში და სხვა მიბმულია ამ საკითხთან - ახალი არჩევნების დანიშვნასთან. ამაში არის გამოსავალი. 

ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება ახალ არჩევნებზე შეთანხმება. ჩემი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, სანამ არ იქნება მკაფიოდ გამოხატული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები. ამის შემდეგ ვისაუბრებთ სხვა ცვლილებებზე: ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე თუ სხვა. თუ ასეთი მკაფიო შეთანხმება არ შედგება - მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც თქვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ". - თქვა ირმა ინაშვილმა. 

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმემა გაფორმდა, რომლითაც გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი წესით - მანდატების 120/30-ზე განაწილების პროპორციით ჩატარდებოდა. შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკური პატიმრების: გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებასაც. 

დღეს, 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად ხვდებიან. კელი დეგნანს უკვე ესაუბრნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.  

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრების მესამე რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. 

განხილვის საგანი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნაა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. 

ირმა ინაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და რომ მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. 

ინაშვილი ამბობს, რომ ამის საგარანტიოდ 8 მარტის ტიპის შეთანხმებას ითხოვს. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტების რიგებში დაბრუნდება. 

"ჩვენი პარტიის პოზიცია უცვლელია. ჩვენ ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ცვლილებები ცესკოში და სხვა მიბმულია ამ საკითხთან - ახალი არჩევნების დანიშვნასთან. ამაში არის გამოსავალი. 

ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება ახალ არჩევნებზე შეთანხმება. ჩემი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, სანამ არ იქნება მკაფიოდ გამოხატული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები. ამის შემდეგ ვისაუბრებთ სხვა ცვლილებებზე: ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე თუ სხვა. თუ ასეთი მკაფიო შეთანხმება არ შედგება - მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც თქვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ". - თქვა ირმა ინაშვილმა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა