logo
ENG

03 დეკემბერი, 2020 | 14:22
კალაძე: იმედია, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოებრივად ფიქრობენ

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც "სახელმწიფოებრივად ფიქრობენ":

"ოპოზიციაშიც არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ", - აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან გუშინ, 2 დეკემბერს ამავე თემაზე საუბრისას ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც პარლამენტის მანდატი მიიღო, ბოიკოტზე უარს იტყვის და პარლამენტში შევა. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტის მანდატები მიიღეს - ჯამში 8 პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 2 რაუნდი, თუმცა უშედეგოდ. უცნობია, როდის შედგება მესამე რაუნდი. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე უარის თქმას არ გეგმავს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა