logo

08 აპრილი, 2021 | 20:07
მდინარე ენგური დღეს გლოვის ნიშნად ყვავილებით გაივსო

მდინარე ენგური დღეს გლოვის ნიშნად ყვავილებით გაივსო. იმ ადგილას სადაც გალის რაიონიდან რუსულ ოკუპაციას გამოქცეული და დაღუპული ადამიანები მდინარემ გამორიყა, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები შეიკრიბნენ და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდაცვლილები დღეს ტრაგედიის ადგილზე მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებმა, ნათესავებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გაიხსენეს. შამგონაში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი გამოჩენილა.

5 დღიანი კარანტინისა და ჩაკეტილი საზღვარი რუსული ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ ხალხს აიძულებს, რთული საშიში და შემოვლითი გზა გაიაროს იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ, მედიკამენტებისა თუ პროდუქტების შესაძენად ან პენსიის მისაღებად ჩამოვიდეს. მცდელობები ხშირად მსხვერპლით სრულდება, მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილები ქართული ოცნების ხელისუფლებას 5-დღიანი კარანტინის მოხსნას და ენგურის ხიდის გახსნას სთხოვენ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა