რატომ ჰქონდა ოლიგარქს გამორჩეულად მძიმე რეაქცია შესაძლო ბრიტანულ სანქციებზე - შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. ბრიტანული სანქციები უდიდეს დარტყმას მიაყენებს მთლიანად მის ბიზნეს-იმპერიას - დაწყებული ბანკი ქართუთი. ლაპარაკია 100-მდე კომპანიაზე. საქმე ისაა, რომ ეს ფირმები რეგისტრირებულია გაერთიანებული სამეწფროს ოფშორულ სივრცეში. აქ იგულისხმება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც დაიწერა და გამოქვეყნდა ივანიშვილის ტექსტი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სახელით, სადაც წერია, რომ ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. ოლიგარქის საქნცირებისკენ ბრიტანეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას თემთა პალატიდან მიმართეს.