logo
ENG

01 ოქტომბერი, 2022 | 20:23
ოცნების 10 წელი - შაბათის ფორმულა

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღეს, ზუსტად 10 წელი გავიდა. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ოლიგარქის დაპირებების შესრულების შემთხვევაში, ოდნავ მაინც უკეთესი გამხდარიყო. ამისთვის ივანიშვილმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 4 წელი განსაზღვრა. თუმცა დღეს, ჩვენ გიჩვენებთ ადამიანებს,  ვისი ცხოვრებაც ყოველ დღე, სულ უფრო მძიმე და გაუსაძლისი ხდება. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ფანჯრებიდან ხედავენ, როგორ გამდიდრდნენ მათ თვალწინ, ღარიბი ჩინოვნიკები ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელიწადში, როგორ შენდებოდა მინისტრების მდიდრული ვილები მაშინ, როცა მათი სახლები ნელ ნელა იშლებოდა. დღეს, შაბათის ფორმულა მოგიყვებათ, როგორ და რატომ გარბიან ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეები და როგორ ივსება საქართველო ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეული რუსებით. როგორ გამოაჩინა უკრაინის ომმა საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე და როგორ ხდება საქართველო, უიარაღო ოკუპაციის მსხვერპლი. როგორ იქცა რეფორმების ლიდერი ქვეყანა, მაჩანჩალად და რატომ არ ვითხოვთ ნატოში გაწევრიანებას სწორედ დღეს და სწორედ ახლა, უკრაინასთან ერთად. 

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა