logo
ENG

30 სექტემბერი, 2022 | 20:12
პარლამენტს მალე ახალი ომბუდსმენი ჰყავს ასარჩევი

პარლამენტს მალე ახალი ომბუდსმენი ჰყავს ასარჩევი, მოქმედს კი ფაქტობრივად აღარც უსმენს. ქართული ოცნების ღია და აგრესიულმა კამპანიამ ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ დღეს პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა. წლიური საპარლამენტო ანგარიშის მოსასმენად დარბაზში ოცნების მხოლოდ რამდენიმე წევრი შევიდა, - ვინც შევიდა, ისიც კი არ ფარავდა გაღიზიანებას ომბუდსმენის შეფასების მიმართ - გასულ წელს სახალხო დამცველის დასკვნით, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში გარემო გაუარესდა, 5 ივლისი, სასამართლოს კლანი და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, - წელს პირველად მოხვდა ანგარიშში სუს-ის კრებსები - ომბუდსმენი წერს, რომ გაზრდილია ტოტალური კონტროლის საფრთხე

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა