logo
ENG

17 ოქტომბერი, 2021 | 20:11
პოლიტიკის გარდატეხა - დროება

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ამომრჩევლისთვის მიცემული მთავარი დაპირება ვერ შეასრულა. ნაციონალური მოძრაობის და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მკვლელობის მრავალწლიანი მცდელობები კრახით დასრულდა. თბილისის ცენტრში შეკრებილი ადამიანების რაოდენობა მკაფიო დემონსტრირება იყო იმისა, რომ „ადამიანმა მოსახლეობის ჭარბი ნდობით“ ეს სტატუსი დაკარგა. ის რომ ივანიშვილი ცუდ ხასიათზეა, 2 ოქტომბრის არჩევნებზეც ვიხილეთ. საარჩევნო უბანზე, ოლიგარქი, პაუზის შემდეგ, გაძლიერებული დაცვით გამოჩნდა და ხმის მიცემის შემდეგ ადგილი უკომენტაროდ დატოვა. არა და ივანიშვილი არჩევნების დღეს მოსახლეობას ყოველთვის მიმართავდა, მისი ფაქტორი ხომ გადამწყვეტი იყო ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის. თუმცა თამაშის წესები საქართველოში ერთი ადამიანის დაბრუნებამ შეცვალა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა