logo
ENG

08 ივნისი, 2021 | 19:48
პროდუქტებზე ფასები კვლავ იზრდება - თავდაცვის სამინისტრო ფასების ზრდის გამო უწყების თანამშრომლებისთვის კარაქის შეძენას ვერ ახერხებს

პროდუქციაზე ფასები ისე გაიზარდა, რომ ძალოვანი უწყებები კარაქის შეძენას ვერ ახერხებენ - ტენდერი შინაგან და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების მომარაგებისთვის ორჯერ გამოცხადდა, თუმცა, ერთ შემთხვევაში, კომპანიამ გაძვირებული პროდუქტის გამო შესყიდვაზე უარი თქვა, მეორე ტენდერს კი მონაწილეები საერთოდ არ ჰყოლია.

სპეციალისტები ეკონომიკური კრიზისის გარდა, მთავარ პრობლემას მთავრობის მიდგომებში ხედავენ - ექსპერტები ფორმულასთან აცხადებენ, რომ ხელისუფლებას საბაზრო ფასებისთვის თვალის გასწორება არ სურს.   

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა