logo
ENG

23 ოქტომბერი, 2022 | 20:39
პროფესიონალებისგან დაცლილი ქვეყანა - დროება

მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ქვეყანა ვერ გამოდის. მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნით იკვეხნის, ბიზნესი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩივის, სამუშაო ძალა ღირსეულ ანაზღაურებასა და სამართლიან სამუშაო გარემოს ითხოვს. ამასობაში კი ქვეყანას ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად ტოვებენ. როგორ უნდა გამოვიდეთ ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან? ფაქტია, რომ ხელისუფლების შეხვედრა ბიზნესის ელიტარულ ნაწილთან ნაკლებად ეფექტური და უფრო "სანახაობრივია", წყლის ნაყვით კი ისეთ სიტუაციას ვიღებთ, როდესაც დასაქმების ჯაჭვის, წესით, მჭიდროდ დაკავშირებული რგოლები, ერთმანეთთან უცხოვდებიან და ამ ჯაჭვის ხელახლა გადაბმა უფრო რთული ხდება. პრობლემას, მისი იდენტიფიცირების გარეშე ვერ უშველი, მხოლოდ თავს მოიტყუებ. დროების სიუჟეტის მიზანია, გავარკვიოთ სად არის გაწყვეტილი კავშირი, რომელიც ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის საერთო ინტერესების არსებობის მიუხედავად გადაულახავ პრობლემებს ქმნის.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა