logo
ENG

28 სექტემბერი, 2022 | 20:30
რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო?

პუტინის რუსეთის აგრესია მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი ნაკადი, ფეთქებადსაშიში ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ახლა უკვე ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოსთვის მომეტებულ საფრთხეებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეკრებას არ აპირებს. სპეციალისტები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო. ეროვნულ უსაფრთხოებას დღითი დღე ემატება გამოწვევები, რაც ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. უსაფრთხოების საბჭო 9 თვეა არ შეკრებილა. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა სალომე ზურაბიშვილიც შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა