როგორ არ მისცა სასამართლომ პროტესტის მონაწილე ექიმს უფლება, ცხოვრების მთავარი პაცინეტისთვის სიცოცხლის ბოლო წუთებში ეპატრონა. ეს ექიმი გიორგი ახობაძეა, რომელმაც ემოციურ მიმართვაში პროკურორი თავისი მძიმედ ავადმყოფი დედის სიკვდილიანობის რისკის გაზრდაში დაადანაშაულა. ექიმს, ჟურნალისტ ნიკა კაციას მსგავსად, ნარკოდანაშაულს ედავებიან. ბრალდებას არცერთი არ აღიარებს და ნარკოტიკის ჩადებაზე ლაპარაკობს.
ორივე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ყველაზე მკაცრი სასჯელი გამოიყენა ადმინისტრაციულ საქმეზეც, კონკრეტულად ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, რომელსაც აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან