logo
ENG

10 აგვისტო, 2022 | 20:09
რუსეთის მოქალაქეებისგან დაცლილი ყირიმი

შედის თუ არა პუტინის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში ახალ ფაზაში. რამდენიმე გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, რომ ანექსირებულ ყირიმში, აფეთქებების უკან უკრაინის სპეცრაზმი დგას. ოფიციალური მოსკოვი ამ დრომდე დაუდევრობის ვერსიას ავითარებს, ანალიტიკოსების აზრით კი, კრემლს უჭირს საჰაერო თავდაცვის სისუსტის აღიარება. ანექსირებულ ყირიმში, აეროდრომ საკის ტერიტორიაზე აფეთქებების შედეგად, რუსების 9 თვითმფრინავი განადგურდა. სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს უტევენ. რუსებმა ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა - 13. ამ დროს კი რუსეთის მოქალაქეები იმაზე წუხან, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დასვენების შეწყვეტა მოუხდათ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა